Information

LINKIN PARK IN GEORGIA

LINKIN PARK COME IN GEORGIA

Website: http://www.facebook.com/pages/Lpmusic/314613205297727
Location: georgia,adjara,batumi
Members: 2
Latest Activity: Jan 17, 2013

LINKIN PARK

LINKIN PARK 4EVER 
GROUP FAN PAGE IN FACEBOOK >>>>>>>>>>>>>>

Discussion Forum

This group does not have any discussions yet.

Comment Wall

Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:08am

Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:12am
Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:17am
Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:24am

Foreword

Don’t Stay

Somewhere I Belong

Lying from You

Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:24am

Hit the Floor

Easier to Run

Faint

Figure.09

Breaking the Habit

Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:25am

LINKIN PARK METEORA

From the Inside

Nobody’s Listening

Session

Numb

Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:42am

Minutes to Midnight (2006)
2006 წელს ლინკინ პარკი დაუბრუნდა სტუდიას, რათა ჩაეწერა ახალი ალბომი. ალბომს პროდიუსერობას რიკ რუბინი უწევდა. ალბომის დებიუტი 2006 წელს უნდა მომხდარიყო,მაგრამ გარკვეული შეფერხებების გამო 2007 წლამდე ვერ განხორციელდა.
ზაფხულში მაიკის გარეშე 30–დან 50–მდე სიმღერა ჩაიწერა და როდესაც ჯგუფს შინოდა შეუერთდა, ნახევარი ალბომი უკვე ჩაწერილი იყო. ბენინგტონმა მოგვიანებით განაცხადა,რომ ახალი ალბომი იყო გარდატეხა სტილში, კერძოდ ნიუ მეტალიდან ალტერნატიულ როკში. Warner Bros. Records-მა ოფიციალურად განაცხადა,რომ ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომი აშშ-ში Minutes to Midnight 2007 წლის 15 მაისს გამოვიდოდა. 14 თვიანი მუშაობის შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს,რომ ალბომის დასახვეწად საჭირო იყო ჩაწერილი 17 სიმღერიდან 5 ამოეღოთ.
გამოსვლის პირველ კვირას ალბომის 625,000 ეგზემპლარი გაიყიდა. ლინკინ პარკის შემოქმედებამ ასევე პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-შიც. ამან Minutes to Midnight ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომად აქცია.
ალბომის პირველი სინგლი, „What I've Done“ გამოვიდა 2 აპრილს და მისი პრემიერა MTV-ზე შედგა. მსმენელთა გამოკითხვის შედეგად სიმღერამ „ბილბორდის“ როკ-სიმღერების ჩარტში ადგილი დაიკავა. იგი ასევე გამოყენებულია ფილმ „ტრანსფორმერებში“. იმავე ფილმის საუნდტრეკია მაიკ შინოდას მიერ ჯგუფ Styles of Beyond-თან ერთად შესრულებული „Second to None“. ჯგუფმა მოგვიანებით American Music Awards-ზე „საუკეთესო ალტერნატიული შემსრულებლის“ წოდება მოიპოვა. გარდა ამისა, წარმატება იქონია ალბომის ხვა სიმღერებმაც - „Bleed It Out“, „Shadow of the Day“, „Given Up“ და „Leave Out All the Rest“.
ამის შემდეგ ჯგუფმა იმუშავა რეპერ ბასტა რაიმზის სიმღერაზე „We Made It“, რომელიც 29 აპრილს გამოიცა. გარდა ტურნეებისა, ჯგუფი მონაწილეობდა ფესტივალებში, რომელთა შორის იყო Live Earth Japan (7 ივლისი, 2007), Download Festival (დონინგტონი, ინგლისი) და Edgefest (დაუნსვიუ პარკი, ტორონტო, კანადა).
შემდგომში ბენინგტონმა განაცხადა, რომ ჯგუფი გეგმავდა შემდეგ სტუდიურ ალბომზე მუშაობის დაწყებას და მისი მასალის შექმნაც დაწყებული ჰქონდათ.

Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:42am

 

Meteora 2002-2004
2002 წელს დაიწყეს მუშაობა ალბომზე Meteora. ამ ალბომის პირველი სინგლი Somewhere I Belong 2003 წლის თებერვალში გამოვიდა. ხოლო ალბომი - მარტის ბოლოს. გამოშვებიდან პირველივე კვირას მისი 810 000 ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონი. ალბომის გამოშვების შემდეგ მოაწყეს მეორე ტურნე, რომელსაც მოჰყვა სინგლის Faint გამოშვება. 2003 წელს მეტალიკას საზაფხულო ტურნეს შეუერთდნენ, ხოლო ტურნეს დასრულების შემდეგ გამოუშვეს სინგლი Numb და მასზე კლიპი პრაღაში გადაიღეს. 2003 წლის ნოემბერში გამოვიდა DVD Live in Texas. 2004 წლის დასაწყისში ბენდმა Meteora-ს მსოფლიო ტურნე დაიწყო. ტურნეს შემდეგ გადაიღეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამბიციური კლიპი სიმღერაზე Breaking the Habit.

სხვა პროექტები
2004 წელს MTV-ს მოთხოვნით მათ დაიწყეს თანამშრომლობა ჯეი-ზისთან (Jay-Z) და შედეგად გამოვიდა ალბომი Collision Course.
2005 წელი შემოქმედებითად საკმაოდ მშვიდი აღმონდა ლინკინ პარკისთვის. მათი საქმიანობა ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობით შემოიფარგლებოდა.
2005 წლის ივლისში შინოდამ გამოაცხადა ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებული პროექტის - Fort Minor და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი მცდელობა, დაბრუნებოდა ფესვებს. სოლო ალბომზე The Morning After მოშაობა დაიწყო ბენინგტონმაც. რის შემდეგაც გავრცელდა ხმები ჯგუფის დაშლის შესახებ. თუმცა შინოდამ და ბენინგტონმა ეს ჭორი უარყვეს.

Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:51am

 

ლინკინ პარკი (Linkin Park) — ამერიკული როკი (მრავალმნიშვნელობების გადაწყვეტის გვერდი)როკ ჯგუფი, რომელთა მუსიკა მიეკუთვნება  და ალტერნატიული როკიალტერნატიულ როკს . ის დაარსდა 1996 წელს ლოს-ანჯელესში კალიფორნია აშშ

ადრეული წლები 

1994 წელს, შტატ არიზონას ქალაქ ფინიქსში სწავლის დასრულებისთანავე ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი შეუერთდა ჯგუფს, რომლის სახელი იყო გრეი დეიზი (Grey Daze). ჯგუფმა ორი ალბომი გამოუშვა: No Sun Today და Wake Me. ჯგუფის შიგნით პირადი კონფლიქტების გამო ბენინგტონმა მისი დატოვება გადაწყვიტა.
ამასობაში, 1996 წელს, გიტარისტმა ბრედ დელსონმა და რეპერმა მაიკ შინოდამ მეგობარ დრამერთან რობ ბოურდონთან ერთად ჩამოაყალიბეს თავიანთი ჯგუფი სახელად სუპერქსერო. ჰანი და ფარელი ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდნენ, შეიცვალა ბენდის სახელი და მას უწოდეს ქსერო. შემდეგ დაემატათ ვოკალისტიც - მარკ ვეიკფილდიდა ჯგუფმა ჩაწერა პირველი დემო (მუსიკა). ჩანაწერი გაუგზავნეს რამდენიმე ხმის ჩამწერ კომპანიას, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. მალე ვეიკფილდმა ჯგუფი დატოვა. მისი წასვლის შემდეგ შინოდამ ახალი ვოკალისტის ძებნა დაიწყო, ხოლო დელსონმა უორნერ ბრაზერსის ხმის ჩამწერ კომპანიის წარმომადგენელთან დაიწყო მოლაპარაკებები. სულ მალე ჯგუფს ახალგაზრდა ვოკალისტი, წარმოშობით ფენიქსელი ბენინგტონი შეუერთდა. მისი მოსვლის შემდეგ ჯგუფმა სახელი კიდევ შეიცვალა და გახდა Hybrid Theory.

უორნერ ბრაზერსმა ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება 1999 წელს გადაწყვიტა, მაგრამ მათ სახელის შეცვლა მოსთხოვეს, რადგან Hybrid-ზე საავტორო უფლება ინგლისურ ელექტრონულ ბენდს ეკუთვნოდა. განიხილებოდა სახელწოდების მრავალი ვარიანტი. ბოლოს ბენინგტონმა წამოაყენა წინადადება, ჯგუფის სახელწოდებად აერჩიათ ლინკოლნ პარკი (Lincoln Park), რადგან ჯგუფს ყოველდღე უხდებოდა ლინკოლნ პარკის წინ გავლა, როდესაც თავიანთი სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ, მაგრამ რადგან დომენი lincolnpark.com უკვე არსებობდა და ჯგუფი მის ყიდვას ვერ შეძლებდა, ლინკოლნი შეცვალეს ლინკინით. ასე გაჩნდა სახელწოდება ლინკინ პარკი (Linkin Park).

Comment by Chester Bennington on January 14, 2013 at 11:51am

ლინკინ პარკი
Linkin Park

ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია,აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი,ნიუ მეტალი, რეპკორი
აქტიური 1996 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Machine Shop
ასოციაციები Dead by Sunrise, Fort Minor, Jay-Z, White Pegacorn, Tasty Snax, Relative Degree, Grey Daze
ვებ-გვერდი www.linkinpark.com
წევრები
ჩესტერ ბენინგტონი (ვოკალი)
რობ ბოურდონი (დასარტყამი ინსტრუმენტები)
ბრედ დელსონი (გიტარა)
დეივ ფენიქს ფარელი (ბას გიტარა)
მაიკ შინოდა (ვოკალი, კლავიშიანი ინსტრუმენტები)
ჯო ჰანი (დიჯეი)
ყოფილი წევრები
კაილ კრისტენერი
სკოტ კოზიოლი
მარკ უეიკფილდი

Comment

You need to be a member of LINKIN PARK IN GEORGIA to add comments!

 

Members (2)

 
 
 

© 2014   Created by LINKIN PARK.

Badges  |  Report an Issue  |  Terms of Service